უკრაინელი სამხედრო ექსპერტი: უკრაინამ ვერ შეძლო ნატოს ტაქტიკის გამოყენება, რადგან ნატოს ტაქტიკა შეტევის დაწყებამდე მტრის დისტანციურ დამარცხებას ითვალისწინებს; ეს ავიაციას და რაკეტებს შეუძლიათ-უკრაინას არც ერთი აქვს და არც მეორე

უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, იმის მიზეზებზე თუ რაა რეალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინული სამხედრო ძალები ისეთი ტემპებით წინ ვერ მიიწევენ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფ-16 ის სამხედრო თვითმფრინავების მიღება რა კორექტივებს შეიტანს უკრაინული ჯარის მოქმედებაში“ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა. – ბატონო ოლეგ, თვალს ვადევნებთ უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბარი ისმის იმაზე, რომ უკრაინა–რუსეთის ომის შედეგებზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება მომავალში ევროპისა და მსოფლიოს მომავალი უსაფრთხოების სისტემა, უკრაინა–რუსეთის ფრონტებზე სერიოზული ცვლილებები ხდება. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა–რუსეთის ფრონტებზე არსებულ ვითარებას? სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ მხარეები პრაქტიკულად იმავე პოზიციებზე დგანან, რაც 2-3 თვის, ან თუნდაც 6 თვის წინ? – საქმე იმაშია, რომ ფრონტებზე არსებული ვითარება უკრაინაზე დამოკიდებული არ არის. დღეისათვის მხარეებს შორის მიღწეულია პარიტეტი. ომში ჩართულ … Continue reading უკრაინელი სამხედრო ექსპერტი: უკრაინამ ვერ შეძლო ნატოს ტაქტიკის გამოყენება, რადგან ნატოს ტაქტიკა შეტევის დაწყებამდე მტრის დისტანციურ დამარცხებას ითვალისწინებს; ეს ავიაციას და რაკეტებს შეუძლიათ-უკრაინას არც ერთი აქვს და არც მეორე